მელოუ

On the white background is the Mellow logo in coral colour

Mellow ბავშვების ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც ევროპულ ნიშურ ბრენდებს აერთიანებს. თითოეული მათგანი ქმნის მაღალხარისხიან, ეკო-მეგობრულ, ტოქსიკური ნივთიერებისგან თავისუფალ, განსხვავებული დიზაინის საბავშვო პროდუქციას, რომელიც თაობებზეა გათვლილი.

მელოუ ბავშვების სიყვარულით შეიქმნა, მათი უნიკალური შინაგანი სამყაროს აღმოსაჩენად. გვსურს ჩვენი ტანისამოსისა თუ აქსესუარების დახმარებით, ფრთები შეასხან თავიანთ ფერად, ღრმა სამყაროს, მეტად თავდაჯერებულად და ლაღად იგრძნონ თავი.

ამიერიდან საქართველოში ისეთი მაღალხარისხიანი, ეკომეგობრული და ფუნქციური ტანისამოსის თუ აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი, როგორიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ასეთია უმაღლესი ხარისხის სკანდინავიური ბრენდი MOLO, Maison Mangostan ესპანეთიდან, ასევე, ბავშვებისა და ჩვილების ინოვაციური სათამაშოები Oli&Carol-ისგან და სხვა.

ჩვენი კონცეპტუალური სივრცე თბილისში, მერაბ კოსტავას 37-39 ნომერში, „გრატო პასაჟის“ პირველ სართულზე მდებარეობს. მელოუში გელოდებით ყოველდღე, 11:00-20:00 საათებში. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ „გრატოს“ პარკინგით. Let’s all be Mellow from here on…

სიყვარულით,
მელოუ

Press Enter to Search